ქართული ფოლკლორის წარმოშობა
ხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი...ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტა ცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.
საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთა წარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა და ქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა.
ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლო სტილი ჩამოყალიბდა.
ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, კილოურ აზროვნებასა და რეპერტუარს: კარბელაშვილები, ფალიაშვილები, დუმბაძეები, ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები, ხუხუნაიშვილები, სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, მახარაძეები, კოროშინაძეები, მჟავანაძეები, გოგოლაძეები, ბაბილოძეები, სიმაშვილები, ჩახუტაშვილები, მჭედლიშვილები, კავსაძეები, ზარდიაშვილები, კელაპტრიშვილები, თარხნიშვილები, ციციშვილები, აკობიები, კაკაჩიები, ხუხუები, დადვანები, ფილფანები.
წყარო.
წყარო
No comments:
Post a Comment