ქართული ფოლკლორის განვითარება
ქართული ფოლკლორი დროდადრო უფრო ვითრდება და იხვეწება ბევრი ძველი სიმღერა გაათანამედროვეს.ქართული ტრადიციული მუსიკა-განსაცვიფრებელი მრავალხმიანობა- შერწყმულია არქაულ მუსიკალურ ენასა და ორიგინალურ უნიკალურ ჰარმონიასთან. ქართული სასიმღერო ფოლკლორი და ცეკვა ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმების დაინტერესება ქართული სიმღერით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. ამ კოლექციათა უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა (კატალოგი და 100 ქართული ხალხური სიმღერა, 2008 წელი).
მრავალხმიანობა ასეთი განვითარებული სახით მსოფლიოში არ არსებობს. ამას გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ.
2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.
მთელ მსოფლიოში მზარდია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი," რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა (ორ წელიწადში ერთხელ).
ქართულ ფოლკლორს მის ყოველ დარგს, ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვა-შენარჩუნებას შვიდ ათეულ წელზე მეტია (1936 წლიდან) ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მდიდარი არქივი, რომლის მასალების გამოცემა-გამომზეურება ბოლო წლებში ინტენსიურად დაიწყო (დირექტორი გიორგი უშიკიშვილი). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა და პოპულარიზაცია. ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისათვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ერონული დათვალიერება-ფესტივალ; ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი საქართველოს მასშტაბით იწერს და აფიქსირებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს; ექსპედიციები, მასტერკლასები, გამოფენები, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემმები ... ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელინაწილია.
წყარო
No comments:
Post a Comment